"როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, ისე ვერ მისცემ პრეზიდენტს ტრიბუნას"- გურამ მაჭარაშვილი
"როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, ისე ვერ მისცემ პრეზიდენტს ტრიბუნას -"ქართული ოცნების" რადიკალური დაჯგუფება თვლის, რომ საპარლამენტო ტრიბუნა სალომე ზურაბიშვილს არ უნდა დაუთმონ, რადგან ეს ქვეყნის "ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს".
როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, რადგან რაღაც უბედურებას დამართებს სახლსაც და თავის თავსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, რადგან რამდენჯერაც ტრიბუნასთან დადგა, იმდენი რაღაც უბედურებები უთხრა საზოგადოებას. როცა გამოდის, ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საზოგადოებას, თავისივე ამომრჩეველს, სხვანაირად არ შეუძლია ამ ადამიანს. ჩვენ სად გვაქვს იმის რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს თავად შევუწყოთ ხელი იმაში, რომ ასანთი მივცეთ, აანთოს და თავის თავსაც უბედურება დამართოს და ქვეყანასაც", - აღნიშნა "პირველებთან" "ხალხის ძალის" ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა.
დაბლოკავს თუ არა "ქართული ოცნება" პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში? - სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება საკანონმდებლო ორგანში ზუსტად ერთ თვეშია დაგეგმილი.
საგაზაფხულო სხდომის პირველივე სესია წესით პრეზიდენტის გამოსვლით უნდა გაიხსნას, თუმცა მმართველ პარტიაში უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ მათთვის ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი აღარ არსებობს და ტრიბუნის დათმობა სახიფათოა.