სამუშაო ჯგუფები წინასაარჩევნოდ წამგებიანი იქნება "ოცნებისთვის", ამიტომ არ უნდათ - გოცირიძე

04.01.24 13:24
სამუშაო ჯგუფები წინასაარჩევნოდ წამგებიანი იქნება "ოცნებისთვის", ამიტომ არ უნდათ - გოცირიძე

ოპოზიცია დრაწმუნებულია რომ "ქართულ ოცნებას"  სამუშაო ჯგუფების შექმნა არ აწყობს - პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი მზად არის რეფორმებზე მმართველ გუნდთან ერთად იმუშაოს, მაგრამ "ოცნებას" კომისიის შექმნა აღარ უნდა.

"ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იქნება, წინასაარჩევნოდ სერიოზული პრობლემების შემქმნელი შეიძლება გამხდარიყო "ოცნებისთვის" და სწორედ ამიტომ არ უნდათ.

სამუშაო ჯგუფები, სადაც იქნება ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ სერიოზული პრობლემების შემქმნელი შეიძლება გამხდარიყო "ოცნებისთვის" და სერიოზული დისკომფორტის და ამას გარდა იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ, როდესაც ამ ჯგუფში მონაწილეობ, რომ არაფერს არ აკეთებენ, ვინაიდან ისინი რეკომენდაციებს არ შეასრულებენ იმ ნაწილში, რომელიც მათ ძალაუფლებას ეხებათ და რომელიც ბერკეტებს გამოაცლით. ახლა დაგვცინიან. ის, რასაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობდა, იმის არგუმენტად, თუ რატომ არ ვარგა სამუშაო ჯგუფები, აქეთ შემოგვიბრუნეს და სიტყვა-სიტყვით გვეუბნებიან, რომ რაში გვჭირდება რაღაც სამუშაო ფორმატები, როდესაც არსებობს კომიტეტები და მოდით აგერ კომიტეტებში ვიმუშაოთ. არ უნდათ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა ისეთ გარემოში, რაც მათთვის წინასაარჩევნოდ იქნება წამგებიანი. ეს არის არათანმიმდევრულობის შედეგი", - ამბობს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები