თავისუფლება ზაზა გახელაძეს - სოფელი ქვემო ჭალა პროტესტის ეპიცენტრია
ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით სოფელ ჭალაში აქცია მიმდინარეობს. 11 თვის წინ უკანონოდ გატაცებულის ოჯახის მოთხოვნას უკვე მთელი სოფელი შეურთდა.
აქციაზე თბილისიდან ჩასული სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებიდან.
34 წლის ახლგაზრდას ტყვეობიდან დასახსნელად ოჯახმა ცხინვალში გადასვლა გადაიფიქრა. გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც ილია მეორემ ოჯახს თხოვნით მიმართა, რომ ჩანაფიქრი სისრულეში არ მოეყვანა.
ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი მიწერა და მძევლის გათავისუფლებაში შუამდგომლობა სთხოვა.