პრეზიდენტის გულწრფელობის ტესტი სააკაშვილის შეწყალება იქნება - მანჯგალაძე
"პრეზიდენტის გულწრფელობის ტესტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, "პუტინის ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კი უკანონო პატიმარია".
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი "ოცნების" მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობის სავარაუდო დაბლოკვასაც არ გამორიცხავს.
პრეზიდენტის კეთილსინდისიერების, გულწრფელობის ტესტი ჩემთვის იქნება მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. რატომ? იმიტომ, რომ თუ ვამბობთ, რომ არ გვაქვს სასამართლო და ამას პრეზიდენტი ყოველდღე იძახის. თუ სასამართლო არ გვაქვს გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი. ძალიან მარტივია საკითხი. ამ დროს გაქვს ბერკეტი და არ იყენებ ამ უსამართლობის გამოსწორებისთვის, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი შევიტანოთ", - აღნიშნა მანჯგალაძემ.