ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა იმ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას - გეგელია სამუშაო ჯგუფზე

04.01.24 13:44
ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა იმ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს  მეტ გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას - გეგელია სამუშაო ჯგუფზე

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ 9 პუნქტის შესასრულებლად პარალამენტში სამუშაო ჯგუფების შექმნას "ოცნება" იმიტომ აღარ გეგმავს, რომ რეალურად, რეფორმების გატარებას არ აპირებს.

გეგელია კიდევ ერთხელ აფიქსირებს პარტიის პოზიციას და ამბობს, რომ "ლელო" მხარს უჭერს ყველა იმ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას და კანონის უზენაესობას.

"ლელოს" პოზიცია ყოველთვის იყო, რომ საქართველომ არ უნდა დაკარგოს არც ერთი შანსი, რეფორმები უნდა გატარდეს. ჩვენ ვუჭერდით და  ვუჭერთ მხარს ყველა იმ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში მეტ გამჭვირვალობას, მეტ კანონის უზენაესობას. გამორჩეულად იმისა, თუ რა სახის ფორმატს შექმნის "ოცნება", იქნება ეს ჯგუფები თუ კომიტეტის ფორმატში მუშაობა თუ სხვა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რეალურად, "ოცნება" არ აპირებს რეფორმების გატარებას, ეს არ არის თავსებადი რუსეთის მსახურ ოლიგარქიულ რეჟიმთან", - ამბობს გრიგოლ გეგელია.

ქართული ოცნება პრემიერის სამოქმედო გეგმას ცვლის. 9 პირობის შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები სავარაუდოდ აღარ შეიქმნება. 

მსგავსი სიახლეები