"ქართული ოცნება" პრეზიდენტს კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებას ურჩევს

04.01.24 15:26
"ქართული ოცნება" პრეზიდენტს კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებას ურჩევს

"ქართული ოცნება" პრეზიდენს ისევ კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნევს და კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს - მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, "სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო პოზიციაზეა დასაბრუნებელი".

უმრავლესობა წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისთვის სახელმწიფო უწყებაში დაბრუნება მომგებიანი იქნება.

ჩვენ არაფერი არ გვაქვს შესაცვლელი სალომე ზურაბიშვილთან. სალომე ზურაბიშვილი არის დასაბრუნებელი სახელმწიფო პოზიციაზე. თუ ის დაბრუნება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო პოზიციაზე, ეს იქნება მისთვის კარგი. არსებობს კონსტიტუციით განსაზღვრული ღონისძიებები, სადაც პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება ამის რეალიზების და არსებობს სხვა ღონისძიებები, რომელიც არ ატარებს კონსტიტუციურ დატვირთვას, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობა მხოლოდ ამ ღონისძიების ორგანიზატორის ნება-სურვილზეა დამოკიდებული", - ამბობს ქადაგიშვილმა.

მოღალატე, რადიკალი, ფსევდო ევროპელი - ასე აფასებს "ქართული ოცნება" პრეზიდენტის  როლს - ამიტომ დიდი ალბათობით, მისი გამოსვლის დაბლოკვას პარლამენტში მმართველი პარტია პროცედურული  ხრიკების გამოყენებით აპირებს.

მსგავსი სიახლეები