ვინ თქვა, რომ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა არსებობდეს?! - ქადაგიშვილი

04.01.24 16:35
ვინ თქვა, რომ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა არსებობდეს?! - ქადაგიშვილი

ახალი ცნება შემოგაქვთ, ვინ თქვა, რომ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა არსებობდეს?! - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, არც ერთ რეკომენდაციაში არ წერია სამუშაო ჯგუფი.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ 9 ნაბიჯის ფარგლებში მისაღებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესში ოპოზიციას რეგლამენტით განსაზღვრულ საპარლამენტო ფორმატებში ჩართულობის შესაძლებლობა აქვს.

„მთელი რიგი ამოცანები, რაც 9 ნაბიჯში არის გაწერილი, არ არის მხოლოდ პარლამენტის შესასრულებელი, ბევრი საკითხია, რომელიც მთავრობის მიერ პოლიტიკის გატარებას გულისხმობს. ამ პოლიტიკის გატარებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის, სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შეიძლება იყოს საჭირო. ეს იქნება ცოცხალი პროცესი და გამომდინარე იქიდან რა საკანონმდებლო ინიციატივებიც დაჭირდება პროცესს, სწორედ იმ ინიციატივების გარშემო იქნება კონკრეტული მუშაობა. საკანონმდებლო გადაწყვეტილებების ნაწილი შეიძლება იქნას პარლამენტის მიერვე ინიცირებული, ნაწილი შეიძლება იყოს მთავრობის ინიცირებული. ეს იქნება ცოცხალი პროცესი, ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს ექნება სრული საშუალება ამ პროცესში ჩაერთოს. "სამუშაო ჯგუფი" როგორც ასეთი, ეს სიტყვა ახალი წინააღმდეგობის უჯრედად შეიძლება გავაჩინოთ?! არც ერთ რეკომენდაციაში არ წერია სამუშაო ჯგუფი. ახლა ეს სიტყვა გახდება მორიგი წინააღმდეგობების თუ სპეკულაციების საგანი. იქ წერია, ჩართულობა იყოს ყველასიო. ამის შესაძლებლობა ექნება ყველას. არსებობს კონსტიტუციური ორგანოები და კანონით გაწერილი პროცედურები, სადაც ოპოზიციას სრულყოფილი მონაწილეობის საშუალება აქვს. ოპოზიციას დღევანდელ პარლამენტში ჩვენი კანონით და რეგლამენტით სრული უფლება აქვს ყველა ფორმატში იმუშაოს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები