მილიონიანი ნაძვის ხის გზა გლდანამდე - როგორ აღმოჩნდა ახალი წლის სიმბოლო ცენტრიდან ქალაქის ბოლოში?
იტალიური ნაძვის ხე რუსთაველიდან საბოლოოდ გლდანში აღმოჩნდა, თუმცა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხისგან, რომელშიც კალაძემ მილიონი გადაიხადა მხოლოდ ფრაგმენტებია დარჩენილი. კონსტრუქცია შეცვალეს, ტოტები გადააწყეს და დააპატარავეს. მერია თავს იქებს. ამბობენ, რომ ქვეყნის ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე ჯერ ხანძარს გადაარჩინეს, შემდეგ სტიქიას, საბოლოოდ კი მისი ნარჩენებისგან ორი ხის აწყობას გეგმავდნენ, მაგრამ ეს ოპერაციაც კრახით დასრულდა. გადარჩენილი ფრაგმენტებისგან მხოლოდ ერთი ხის აწყობა მოხერხდა და ადგილი საბოლოოდ გლდანის პარკში მიუჩინეს.
გლდანში დადგმამდე ნაძვის ხე მერიის საწყობში ინახებოდა, მას შემდეგ კი, რაც გლდანის პარკში ნაძვის ხე დაზიანდა, ადგილზე იტალიური ნაძვის ხე სახეცვლილი სახით დადგეს. საახალწლო ნაძის ხეს სახე ისე ჰქონდა შეცვლილი, რომ გლდანის მაცხოვრებლებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ პარკში რუსთაველზე მდგარი მილიონიანი დამწვარი ნაძვის ხე დაუდგეს.
ხალხი ამბობს, რომ ნაძვის ხეში მილიონის გადახდას, სჯობდა ეს თანხა სხვა რამეს მოხმარებოდა.
მილიონი ბავშვებისთვის, რომ გადაეხადათ სათამაშოებში, უფრო უკეთესი იქნებოდა. ეგ ნაძვი მილიონი ნამდვილად არ ღირდა. საშინელებაა, ნამეტანია, სჯობდა ეგ ფული სხვა რამეს მოხმარებოდა", - ამბობს ხალხი.
ოპოზიცია კი გაფლანგულ ფულზე საუბრობს. პარტია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე კახა კალაძეს ურჩევს, როდესაც ასეთი ტიპის დარღვევამოხდება, როგორი აღნშინული ნაძვის ხის შემთხვევაში მოხდა, პირადი სახსრებით უზრუნველყოს მსგავსი დეფექტების გამოსწორება.
როდესაც ამ ქვეყანაში მძიმე სოციალურ ფონზე ღებულობ გადაწყვეტილებას და მილიონ ლარს იხდი ნაძის ხეში, ბუნებრივია, ეს არანაირად არ არის გამართებული და ბუნებრივია, რომ ეს აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს კორუფციასთან დაკაშირებით. ზოგადად, მინდა ბატონ კალაძე მოვუწოდო და ვურჩიო, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის დარღვევა, რომელიც მოხდება მისი სამსახურებრივი გულუბრყვილობის, გადაცდენის არაპროფესიონალიზმის გამო და მერე ეს ისევ ბიუჯეტის ფულით იქნება გამოსასწორებელი, როგორც ამ შემთვევაში ვნახეთ. კეთილი ინებოს და საკუთარი, პირადი სახსრებით უზრუნველყოს ასეთი დეფექტების გამოსწორება", - ამბობს გიორგი შარაშიძე.
"ლელოს" წევრს, ვატო სურგულაძეს აინტერესებს, თუ რატომ არ იყო მირებული უსაფრთხოების ზომები ნაძის ხესთან დაკავშირებით და რატომ არ იყო ის ხანძარსაწინააღმდეგო სითხით დამშავებული, რომელიც ნაძვის ხეს აალებისგან დაიცავდა.
როდესაც ღარიბი მოსახლეობის უფასო სასადილოებში ლარი და 70 თეთრი გაქვს გამოყოფილი, ამ შემთხვევაში, რამდენად მართებულია, ასეთი ძვირიანი ნაძვის ხეების ყიდვა? მილიონიანი ნაძის ხე, რომელიც დაიწვა, მე მაინტერესებს, ყველა ქვეყანაში არის წესი, რომ ასეთი დიდი ნაძვის ხეები, საახალწლო ნივთები მუშავდება ხანძარსაწინააღმდეგო სითხეებით. რატომ არ იყო დამუშავებული და რატომ მოხდა აალება იმ წელს? ეს საკითხი არავის არ აინტერესებს. ვენაში და ბერლინში რა ნაძის ხეც დგას, გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე ის ნაძის ხე, რომელიც თბილისში დგას", - ამბობს ვატო სურგულაძე.
2019 წელს შეძენილი მთავარი ნაძვის ხე ხანძრის შედეგად დაზიანდა. თბილსერვის ჯგუფში აცხადებენ, რომ საწყობში მას დამატებითი ზიანი არ მიუღია და აღნიშნული ნაძვის ხისგან შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ზომის კონსტრუქციის აწყობა, პატარა ზომის კონსტრუქციით აწყობილი ნაძვის ხე კი გლდანის ცენტრალურ პარკში განთავსდა.
თბილსერვის ჯგუფი აღნიშნავს, რომ მომავალშიც ნაძვის ხე გამოყენებული იქნება საჭიროებისამებრ.