როდესაც "ოცნებამ" დაინახა, რომ ჩვენი მხრიდან არსებობდა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მზაობა, აღარ დაუშვეს - ბოკუჩავა

04.01.24 17:23
როდესაც "ოცნებამ" დაინახა, რომ ჩვენი მხრიდან არსებობდა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მზაობა, აღარ დაუშვეს - ბოკუჩავა

ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, როდესაც "ოცნებამ" დაინახა, რომ ოპოზიციის მხრიდან სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მზაობა არსებობდა, ამის შესაძლებლობა აღარ დაუშვეს, რადგან, ბოკუჩავას თქმით, მმართველ გუნდს რეალური რეფორმების განხორციელების სურვილი არც მაშინ ჰქონდათ და არც ახლა.

ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების სახელით არ და ვერ ვისაუბრებ. ჩვენ განვიხილავთ მონაწილეობას ყველგან, სადაც საქართველოს ევროპული მომავალი წყდება. ვცდილობდით, რომ საერთო პოზიციის მიღწევისთვის შეგვეწყო ხელი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. როგორც ჩანს უარი, სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, ჩემი აზრით, გამომდინარეობს იმაში, რომ თავიდანვე მხოლოდ პიარულად სურდათ ამ სამუშაო ჯგუფების გამოყენება. როდესაც მათ დაინახეს, რომ ჩვენი მხრიდან არსებობდა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მზაობა, ეს შესაძლებლობა აღარ დაუშვეს, იმიტომ, რომ რეალური რეფორმების განხორციელების სურვილი არც მაშინ ჰქონდათ და არც ახლა", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

"ქართული ოცნება" პრემიერის სამოქმედო გეგმას ცვლის. 9 პირობის შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები სავარაუდოდ აღარ შეიქმნება.  

მსგავსი სიახლეები