კობახიძის საპარლამენტო შემადგენლობა პასუხისმგებლობას იხსნის - "ოცნება" სამუშაო ჯგუფების შექმნას ღარიბაშვილს ავალდებულებს

04.01.24 20:21
კობახიძის საპარლამენტო შემადგენლობა პასუხისმგებლობას იხსნის - "ოცნება" სამუშაო ჯგუფების შექმნას ღარიბაშვილს ავალდებულებს

 

 

"ქართული ოცნების" საპარლამენტო შემადგენლობა პასუხისმგებლობას იხსნის. მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების შექმნას მთავრობას ავალდებულებს. დღეს გაკეთებული განცხადებები იყო მინიშნება, რომ ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამოქმედო გეგმაში ჩაწერა, სისრულეში თავად უნდა მოიყვანოს. "ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ მხოლოდ პარლამენტი არ არის ვალდებული ევროკომისიის ეს კონკრეტული პუნქტი შეასრულოს.

რატომ არ აწყობს "ოცნებას" თავად აიღოს პასუხისმგებლობა სამუშაო ჯგუფების შექმნაზე? ასეთ შემთხვევაში პარტიის საპარლამენტო გუნდს მოუწევს კარი გაუხსნას ოპოზიციას, რომელიც ითხოვს სამუშაო პროცესში ჩართვას. ევროკომისიამ გარკვევით თქვა, რომ ოპონენტების გარეშე  ჯგუფებმა არ უნდა იმუშაონ. ოპოზიციური პარტიების მონაწილეoბა ნიშნავს მეტ კონტროლს და კომპრომისს რეფორმის ჩასატარებლად. ეს "ოცნების" ინტერესი არ არის. ამიტომ კობახიძე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს და ყველაფერს ირაკლი ღარიბაშვილს აბარებს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები