წაართმევს თუ არა "ოცნება" საპარლამენტო ტრიბუნას საქართველოს პრეზიდენტს?

04.01.24 20:14
წაართმევს თუ არა "ოცნება" საპარლამენტო ტრიბუნას საქართველოს პრეზიდენტს?

 

 

წაართმევს თუ არა "ოცნება" საპარლამენტო ტრიბუნას საქართველოს პრეზიდენტს? მმართველი პარტია ზურაბიშვილის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პროცედურული ომისთვის ემზადება. ლამის მტრად გამოცხადებულ პრეზიდენტს ივანიშვილის გუნდი, დიდი ალბათობით, საქართველოს პარლამენტში  ყოველწლიური მოხსნების უფლებას არ მისცემს. ამის გამოცდილება მმართველ პარტიას  უკვე აქვს. ასე მოხდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის  დროს, როდესაც  ქვეყნის მაშინდელ მთავარსარდალს პროცედურული ხრიკებით პარლამენტის ტრიბუნის დაკავების საშუალება არ მისცეს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ოცნება" ახლაც ამ გზას აირჩევს და სააკაშვილის შემდეგ, ახლა უკვე სალომე ზურაბიშვილს დაბლოკავს. თუმცა რჩება ერთი პოლიტიკური ინტრიგა.  სახელისუფლებო პარტიას ახლა უკვე ფორმალურად,  ბიძინა ივანიშვილი მართავს. მესამედ დაბრუნების დროს ოლიგარქს სალომე ზურაბიშვილი არც გაულანძღავს, არც გაუკრიტიკებია. ამიტომ  არავინ იცის, რას გადაწყვეტს ივანიშვილი. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტის დაბლოკვის გადაწყვეტილებაზე "ოცნების "ლიდერებს იძულებით, მაგრამ მაინც  უარის  თქმა მოუწიოთ.

 რა პროცედურები არსებობს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებამდე და როგორ შეიძლება "ოცნებამ" ყველაფერი ჩაშალოს? - დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები