მილანიდან გლდანის პარკამდე - რა გზა გაიარა ძვირადღირებულმა ნაძვის ხემ და როგორ აღმოჩნდა მისი ფრაგმენტები გლდანში

04.01.24 20:10
მილანიდან გლდანის პარკამდე - რა გზა გაიარა ძვირადღირებულმა ნაძვის ხემ და როგორ აღმოჩნდა მისი ფრაგმენტები გლდანში

 

 

მილანიდან გლდანის პარკამდე. რა გზა გაიარა კალაძის მილიონიანმა ნაძვის ხემ.  ყველაზე ცნობილი და ყველაზე ძვირადღირებული რამდენიმე წლის წინანდელი ნაძვის ხის ფრაგმენტები ბოლოს გლდანის პარკში აღმოჩნდა. თუმცა იმისგან რაც  გახსოვთ, პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. გლდანის მცხოვრებლებმა დღეს გაიგეს, რომ მათ უბანში დადგმული ნაძვის ხე ცნობილი იტალიური ხის მხოლოდ ნარჩენებია.

სანამ გლდანის პარკში  მიიტანდნენ, მანამდე მერია საწყობში ინახავდა, თუმცა ვერ მოუარეს. ნაძვის ხე ჯერ დაიწვა, შემდეგ საწყობში მისი ნაწილები დაიკარგა. ბოლოს კი  25  მეტრიანი ხიდან, მხოლოდ 11 მეტრი დარჩა. მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ბევრი იფიქრეს და გამოსავალიც მალე იპოვეს. მილანურ  ძვირადღირებულ ნაძვის ხეს კონსტრუქცია შეუცვალეს, ტოტები გადააწყვეს და საბოლოოდ ისეთი გამოვიდა, რომელსაც ახლა ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ.

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები