კრემლის ახალი გეგმა - სოხუმში სამოქალაქო აეროპორტის ნაცვლად რუსეთი სამხედრო აეროდრომს აშენებს
კრემლის ახლი გეგმა - ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის რეკონტრუქცია დაყწყებულია, თუმცა სამაქალაქოს ნაცვლად პუტინი იქ სამხედრო აეროდრომს აშენებს. უკვე დადასტურებულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ინფატრუქტურის მშენებლობაში ლუკაშენკოც არის ჩართული. აეროპორტის თანამშრომლებს სწორედ ბელორუსი გადაამზადებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას განაგრძობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში დაიწყეს სოხუმის ეროპორტის რეკონსტრუქცია. რა თქმა უნდა, რუსეთი აგრძელებს ანექსიას. ეს ნაბიჯები წინ გადადგმულია ბიჭვინთის აგარაკების შემდეგ. ჩანს აშკარად, რომ რუსეთს არ აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი, რომელიც არსებობს ოკუპირებულ აფხაზეთში. რუსეთს მხოლოდ ტერიტორია აინტერესებს და ის აგრძელებს, ფაქტობრივად, ანექსიას, - ამბობს ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში ნუკრი ნოდია.
ოფიციალური თბილისი კი ისევ დუმილის რეჟიმშია. სპეციალისტები "ქართულ ოცნებას" რეაგირებას სთხოვენ.
აეროპორტის მშენებლობა სოხუმში 1 წელიწადში უნდა დასრულდეს.