გეგმა პატრიარქის თხოვნით შევცვალე - გახელაძის მამა
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე, აცხადებს, რომ საკითხში საქართველოს პატრიარქი ჩაერთო, რომლის თხოვნის საფუძველზე ოჯახის გეგმები შეცვალა.
მე-12 თვე დაიწყო ზაზას დაკავებიდან, მაგრამ შედეგი არ არის. არ მინდოდა ამ მასშტაბის აქციის დაორგანიზება, ჩაფიქრებული მქონდა, გადავსულიყავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ეს ჩანაფიქრი დილის 10:00 საათამდე მქონდა. ვითარებაში ჩაერთო უწმინდესი. აღარანაირი გზის გადაკეტვა არ იქნება, პატივს ვცემთ პატრიარქის თხოვნას, რასაც გავითვალისწინებთ. მივედით იმ ზომამდე, რომ მეუღლე ლამის დემეღუპა ნერვიულობის გამო. გეგმა პატრიარქის თხოვნით შევცვალე" , - აცხადებს მიხეილ გახელაძე.