კალაძემ "ოცნების" მეგობარი 7 კომპანია "თეთრ სიაში" შეიყვანა

05.01.24 13:11
კალაძემ "ოცნების" მეგობარი 7 კომპანია "თეთრ სიაში" შეიყვანა

აღმოჩენილია ხელისუფლების მეგობარი 7 კომპანია, რომლებიც პრივილეგიებით ისარგებლებენ - სამშენებლო კომპანიები და ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულები კახი კალაძემ "თეთრ სიაში" უკვე შეიყვანა.

ამ მოთხოვნით "ოცნების" შემწირველმა კომპანიებმა მერს თავად მიმართეს და კალაძემაც მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრივილეგირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას უფრო გამარტივებული პირობებით შეძლებენ. ანუ, ტენდერებს მოიგებენ და შემდეგ ფულს "ოცნებას" პარტიულ ანგარიშზე გადაურიცხავენ.

კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე "პირველებს" უყვება, რომ "Construction service" კომპანიის დირექტორი მმართველი პარტიის შემწირველი, გიორგი გაბუნიაა, ხოლო კომპანიის მეპატრონეები, ფაქტობრივად, "ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ.

არსებობენ კომპანიები, რომელთაც ნახევარ მილიონიანი ბრუნვა აქვთ და უფრო ხარისხიანად და კარგად ასრულებენ. იმის გარანტია, რომ კომპანია "თეთრ სიაშია" და ის მომავალი რაიმეს კარგს გააკეთებს, ამის გარანტია, ფაქტობრივად, არ არსებობს. "თეთრი სია" არის ძირითადად, როდესაც დოკუმენტებზე გარკვეული შეღავათები ვრცელდება. Construction service-ის დირექტორი არის "ქართული ოცნების" შემწირველი გიორგი გაბუნია, ხოლო კომპანიის მეპატრონე პერტაია, კუბლაშვილი, რომლებიც ფაქტობრივად, "ქართულ ოცნებაში" არიან, რადგან ერთი ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში იყო, ხოლო გივი კუბლაშვილი უშუალოდ მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი იყო", - აღნიშნა დონაძემ.

მსგავსი სიახლეები