სამწუხაროდ, ხელისუფლება აგრძელებს მიშელის შეთანხმების დარღვევას -ნათია მეზვრიშვილი
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პირველ რიგში ხელისუფლებამ სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების პროცესი უნდა დაეწყო.
ნათია მეზვრიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, პროცესში ყველა კომპეტენტური აქტორი ჩართოს.
სამწუხაროდ ხელისუფლება აგრძელებს მიშელის შეთანხმების დარღვევას და ახდენს შეთანხმების ტექსტის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტირებას.
დიახ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება მოქმედი სისტემის პირობებში პირდაპირ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასაც და ტექსტსაც, რომელიც გვეუბნება, რომ ხელისუფლებამ შეთანხმების შესრულების მიზნით პირველ რიგში უნდა დაიწყოს სასამართლოს რეფორმირების ინკლუზიური პროცესი (რაც არ დაწყებულა), უნდა შეფასდეს აქამდე გატარებული რეფორმის ტალღების ეფექტიანობა (რაც არ დაწყებულა), უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება (რასაც როგორც ჩანს, არც აპირებენ) და მას შემდეგ გაგრძელდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობასთან და “გავლენის ჯგუფების” არსებობასთან დაკავშირებით კითხვები აღარ იარსებებს და ხელისუფლება შეთანხმების პირობების შესაბამის კანონმდებლობას წარმოადგენს.
სამწუხაროდ ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო დასაწყისშივე - ხელისუფლება ცდილობს შეთანხმების ტექსტის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტირებას და უმნიშვნელო ცვლილებების ფუნდამენტურად შემოსაღებას.
ძალიან სახიფათო პროცესები მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა წინ 5 არამოსამართლე წევრის არჩევის უმნიშვნელოვანესი პროცესია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს პროცესი ყველა აქტორის ჩართულობით. - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს ,,ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პარლამენტში განაცხადა, თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამათლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, მისი პარტია პარლამენტს დატოვებს. ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა ხაზარაძემ კოლეგებსაც.