"ქვეყნის რუსიფიკაცია და მონობა" - გეგელია რუსეთიდან ავიარესიების რაოდენობის გაზრდაზე
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია რუსეთიდან საქართელოს მიმართულებით ავიარეისების დამატებას ქვეყნის რუსიფიკაციად მიიჩნევს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ოკუაპნტ სახელმწიფოზე ეკონომიკურადაც და პოლიტიკურააც დამოკიებული იყოს. გეგელიას თქმით, ფრენების სიხშირის გაზრდა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" "მონობის" პოლიტიკას ატარებს.
დღეს ისეთი ქალაქებიდანაც კი აიწყო პირდაპირი ფრენები, სადაც, მემგონი, საბჭოთა კავშირის დროსაც არ ყოფილა პირდაპირი ავიაკავშირი. ეს არის საქართველოს რუსიფიკაციის პირდაპირი გამოხატულება და ამავე დროს აჩენებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მონობისა და არა გადატვირთისა ან პრაგმატიზმისა. ეს არის მონობა და სხვა არაფერი და ნაცვლად იმისა, რომ დაწესდეს ადეკვატური კონტროლი მიგრაციის ტალღებზე, "ქართული ოცნება" პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიებას, ეკონონიკურად იქნება თუ პოლიტიკურად, რუსეთის ფედერაციას, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" 26 იანვრიდან ფრენებს მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის გარდა, რუსეთის სხვა ქალაქებიდანაც განახორციელებს.