რუსეთის ფედერაციასთან "სასიყვარულო ურთიერთობები" არ გვაქვს - მაჭარაშვილი
საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მიქალაქეების მასობრივ შემოდინებასა და რუსეთიდან ავიარეისების რაოდენობის გაზრდაში "ხალხის ძალა" პრობლემას ვერ ხედავს. გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ყველაფერი კანონიერად ხდება და ამაში საფრთხის შემცველი არაფერია.
ამასთან, "ოცნების" დანაყოფის წევრი ირწმუნება, რომ მოქმედ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით რუსეთთან "სასიყვარულო ურთიერთობები" არ აქვს.
რუსეთის მოქალაქე ჯერ ერთი, ყოველთვის არ ნიშნავს ეთნოსით რუსს, რუსეთის ბევრი მოქალაქეა ქართველი, ესეც რომ იცოდეთ. ისეთ დისკრიმინაციულ განცხადებას აკეთებთ, სჯობს ამ ახალი წლის დღეებში არ გააკეთოთ. თქვენ ამბობთ, რომ "აირზენას" თუ ნებისმიერ სხვა კომპანიას შემოჰყავს არაკანონიერად მგზავრი ქვეყანაშ, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ ეს კითხვა უნდა დასვათ. თუ თქვენ ეს ინფორმაცია არ გაქვთ, რომ ნებისმიერი კომპანიას არაკანონიერად შემოჰყავს უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ისინი აქ არაკანონიერად იმყოფებიან, მაშინ ეს კითხვა უნდა დასვათ. შეგიძლიათ ჩამომითვალოთ საქართელოს დამპყრობელი ქვეყნები რომლები არიან? თქვენი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციასთან სასიყვარულო ურთიერთობები არ გვაქვს, - ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" 26 იანვრიდან ფრენებს მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის გარდა, რუსეთის სხვა ქალაქებიდანაც განახორციელებს.