თბილისის აეროპორტს რუსეთი სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებს, ეს არის „ოცნების“ და ივანიშვილის რუსული პოლიტიკა - ურუშაძე
"თბილისის აეროპორტს რუსეთი იყენებს, როგორც სანქციებისგან არიდების საშუალებას", - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ვასო ურუშაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ავიაკომპანია აზიმუტის მიერ საქართველოს მიმართულებით ავიარეისების რაოდენობის გაზრდა "ქართული ოცნებისა" და ქართველი ოლიგარქის რუსული პოლიტიკაა, რომელიც ეწინააღმდეგება დასავლურ ინტერესებს.
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი რუსულ ავიაკომპანიებს, რომ მათ თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს, რომ მათ მოახერხონ და გადაარჩინონ საკუთარი საავიაციო ინდუსტრია და თბილისის აეროპორტი იყოს მათთვის გამოყენებული, როგორც პლატფორმა დასავლური სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ეს არის ცალსახად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ ინტერესებთან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.