რუსეთის პროვოკაციებს საქართველო არ აყვება, მივყვებით დეოკუპაციის პროცესს - მაჭარაშვილი
სოხუმის ეროპორტში სამხედრო აეროდრომის მშენებლობაში "ხალხის ძალა" პრობლემას ვერ ხედავს. გურამ მაჭარაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება გონივრულ პოლიტიკას აწარმოებს, რომლის მიზანიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
დღემდე მაქსიმალურად საქართველო არ ყვება იმ პროვოკაციებს, რომელიც, რა თქმა უნდა, შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში. ამ პროვოკაციების აყოლას რა მოჰყვა, ჩვენ კარგად ვნახეთ წინა ხელისუფლების პირობებში, ამიტომ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების დაჟინებული კონსულტაციების არგათვალისწინებით რა შედეგი მიიღო საქართველომ 2008 წელს, ესეც ვნახეთ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენ მივყვებით ამ პროცესს, რასაც ჰქვია დეოკუპაციის პროცესი. შედეგი, როგორც მინიმუმ, არის ის, რომ ქვეყანა ვითარდება და გავიტარებულ ქვეყანაში რომ უფრო მეტი შანსიატერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობანად, ეს ყველამ კარგად იცის, -ამბობს მაჭარაშვილი.
პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ინფრსტრუქტურას აფართოებს, "ქართული ოცნება" კი დუმს. ოჩამჩირეში სამხედრო ბაზების მშენებლობის შემდეგ ოკუპანტების სამიზნე ახლა სოხუმია, სადაც სამხდრო აეროდრომის მშენებლობა უკვე დაიწყო, ამ პროცესში კი პუტინის მხადამჭერი ლუკაშნკოა, რომელიც პერსონალს გადაამზადებს.