ყაველაშვილის ცარიელი დეკლარაცია - სად გაქრა ქონება, რომელსაც რუსული კანონის ავტორი დეპუტატი ფლობდა?

05.01.24 20:20
ყაველაშვილის ცარიელი დეკლარაცია - სად გაქრა ქონება, რომელსაც რუსული კანონის ავტორი დეპუტატი ფლობდა?

 

 

2024 წელი  დეპუტატებმა ისევ კანონდარღვევით დაიწყეს. პირველი "ოცნების" რადიკალური დანაყოფის წევრი მიხეილ  ყაველაშვილია. "ხალხის ძალის" ლიდერს თუ დავუჯერებთ, შარშან ერთი წლის განმავლობაში, არც ხელფასი აუღია, არც სახლი აქვს, არც მიწის ნაკვეთი. სრულად გაქრა ქონება, რომელსაც რუსული კანონის ავტორი დეპუტატი ამ დრომდე ფლობდა. სამაგიეროდ, ირწმუნება, რომ აქვს ბანკის ვალი, ოღონდ როგორ იხდის მის პროცენტს, დეკლარაციაში არ წერს.

ეს ის ყაველაშვილია, რომელმაც რუსული კანონი იმ მიზეზით დააინიცირა, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროები დეტალუარად გამოეკვლია. ახლა კი თავისივე შემოსავლებს ოფიციალურად ვერ ასაბუთებს.

კანონის დარღვევის ასეთი მასშტაბისთვის არცერთ ჩინოვნიკს მიუღწევია. წარმოუდგენელია, დეპუტატს შემთხვევით ჰქონდეს გამოტოვებული დოკუმენტის თითქმის ყველა გრაფა და ასევე  ნაკლებად დასაჯერებელია, რომ საქმე ტექნიკურ ხარვეზთან გვქონდეს.  ნებისმიერ შემთხვევაში, ყაველაშვილის დეკლარაციით,წესით, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები