ოჩამჩირის ბაზის შემდეგ სოხუმი - ოკუპირებულ რეგიონში მოსკოვი სამხედრო აეროდრომს აშენებს
ოჩამჩირის ბაზის შემდეგ სოხუმი - რაში სჭირდება მოსკოვს აეროპორტი ოკუპირებული რეგიონში? ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კრემლის გეგმები პირდაპირ კავშირშია უკრაინასთან ომთან. ამ აეროდრომის მეშვეობით რუსეთი საკუთარ არმიას მისი პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული იარაღით მოამარაგებს. ცივილიზებული მსოფლიოსთვის უკონტროლო რეგიონი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის პლაცდარმად იქცევა.
სტრატეგიული ობიექტი უსასყიდლოდ რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის შვილს გადასცეს. განახლებული აეროპორტის პერსონალის გადამზადება კი ბელორუსის ლიდერმა ლუკაშენკომ აიღო თავის თავზე.
პუტინი ჩქარობს. დავალება ასეთია: წლის ბოლოს სოხუმში პირველი რეისი უნდა დაჯდეს. ასაფრენი ბილიკები ისე გაახლდება, რომ დიდი გაბარიტების თვითმფრინავების მიღება შეძლოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.