„ოცნების“ ფავორიტი ბიზნესმენების თეთრი სია - აღმოჩენილია 7 კომპანია, რომელიც პრივილეგიებით ისარგებლებს

05.01.24 20:38
„ოცნების“ ფავორიტი ბიზნესმენების თეთრი სია - აღმოჩენილია 7 კომპანია, რომელიც პრივილეგიებით ისარგებლებს

 

 

"ოცნების" ფავორტი ბიზნემსმენების თეთრი სია - აღმოჩენილია შვიდი კომპანია, რომლებიც განსაკუთრებული პრივილეგიებით ისარგებლებენ. რით დაიმსახურეს თეთრ სიაში ჩაწერა, ადვილი მისახვედრია. ყველა ეს კომპანია და მისი დამფუძნებელი ოცნების მსხვილი შემომწირველია, ამიტომ კახა კალაძეს ბევრი არც უფიქრია, ბიზნესმენების მოთხოვნა დაუყონებლივ დააკმაყოფილა და მმართველი პარტიის შემომწირველებს კიდევ უფრო დიდი ფულის შოვნის შანსი, პრაქტიკულად, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე მისცა.    

რას ნიშნავს თეთრ სიაში მოხვედრა? ასეთ შემთხვევაში, კომპანიები   პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან და განსაკუთრებული პირობებით სარგებლობენ. მათ არ აქვთ ვალდებულება, ტენდერებში მონაწილეობის დროს ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინონ. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით ადვილად იღებენ  გამარტივებულ შესყიდვებს და ტენდერის გვერდის ავლით მათ ანგარიშებზე დიდი ფული ირიცხება. საბოლოოდ კი ამ თანხიდან წილი  იზნესმენებს ისევ "ქართული ოცნების" ყულაბაში შეაქვთ.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები