ღარიბი ქვეყნის კოლოსალური ვალდებულება - ქვეყნის საგარეო ვალი მილიარდით გაიზარდა
ღარიბი ქვეყნის კოლოსალური ვალდებულება - ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალი თითქმის მილიარდით გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საგარეო ვალმა დოლარებში 8 მილიარდ 64 მილიონს შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 728 მილიონი დოლარით მეტია.
საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე ისევ აზიის განვითარების და მსოფლიო ბანკია. მათგან ვალი ქვეყანას 2 მილიარდი დოლარი გააჩნია. ყველაზე დიდი ვალი საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან, 15 მილიონი დოლარი აქვს. თურქეთთან 4 მილიარდი დოლარი, ხოლო სომხეთთან და აზერბაიჯანთან 2-2 მილიონი ამერიკული დოლარი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შემდგომ პერიოდში გადასახადები კიდევ უფრო გაიზრდება და 10 წლის განმავლობაში საგარეო ვალი მოსახლეობას ზურგზე დააწვება. ეკონომისტი, ოთარ აბესაძე "პირველებს" უყვება, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური პარამეტრების ფონზე რთულია, ქვეყანაში მსხვილი ინვესტიცია შემოვიდეს.
ქვეყნის საგარეო ვალს თავისთავად მოემსახურება საქართველოს მოსახლეობა, ვინაიდან აღნიშნული ვალის ფონზე მთავრობა ვერ განახორციელებს საგადასახადო რეფორმას, ეკონომიკურ რეფორმას, რომ შეუმსუბუქოს ბიზნესსა და მოქალაქეებს საგადასახადო წნეხი. შესაბამისად, პირიქით, უფრო მეტად გაზრდის გადასახადებს აქციზის კუთხით, ამას დამატებული ინფლაცია, შესაბამისად მომდევნო 10 წელი და მეტი პერიოდის განმავლობაში ამას გადავიხდით ჩვენ, როგორც მძიმე გადასახადების სახით ბიუჯეტში. საგარეო ვალი იქონიებს ნეგატიურ გავლენას, რადგან ქვეყნის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრება ქვეყნის კრედიტუნარიანობით. ჩვენ გვაქვს ლიმიტი სავსე, შესაბამისად ამ ლიმიტების და ეკონომიკური პარამეტრების ფონზე ძნელია შემოვიდეს ქვეყანაში მსხვილი ინვესტიცია", - აღნიშნა აბესაძემ.