აზრი ეკარგება ოპოზიციის დამკვირვებლად ყოფნას პარლამენტში - ხაზარაძე
მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დაწყების შემთხვევაში ოპოზიციის დამკვირვებლად ყოფნას პარლამენტში აზრი ეკარგება, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, განაცხადა. ხაზარაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას შარლ მიშელის დოკუმენტის სათავისოდ ინტერპრეტირება არ გაუვა.
თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა და „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მოსამართლეები დანიშვნის პროცესი, აზრი ეკარგება ოპოზიციის დამკვირვებლად ყოფნას ამ პარლამენტში. ეს იქნება მათი არჩევანი. ჩვენ არ გვინდა სიყალბეში მონაწილეობა. ქვეყანაში სიტყვამ დაკარგა ფასი, ხელშეკრულებამ დაკარგა ფასი, ხელის ჩამორთმევამ დაკარგა ფასი. როცა ხელს გიწერენ დოკუმენტზე და მეორე წუთში ამ დოკუმენტის სხვანაირად ინტერპრეტირებას გთავაზობენ, იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომ ვიღაც აქ უფრო ჭკვიანია, ეს ამათ არ გაუვათ, - განაცხადა ხაზარაძემ.
"ლელოს" ლიდერმა სასამართლო რეფორმს გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გააპროტესტა და ოპოზიციას ბოიკოტის განახლებისკენ მოუწოდა.