მისაღებია ეს შემოთავაზება - გიორგი ბოტკოველი "ლელოს" წინადადებაზე

23.06.21 15:15
მისაღებია ეს შემოთავაზება - გიორგი ბოტკოველი "ლელოს" წინადადებაზე

„ლელოს“ წინადადება ბოიკოტის განახლებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისთვის" გასაგები და მისაღებია, თუმცა გიორგი ბოტკოველის თქმით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარტიის ფრაქციის ფორმატში უნდა მიიღონ. 

რაც შეეხება „ლელოს“ შეთავაზებას, ჩვენთვის მისაღებია ეს შემოთავაზება, მაგრამ ჩვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებთ, პირველ რიგში, მივიღებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
 

"ლელოს" ლიდერმა სასამართლო რეფორმის გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გააპროტესტა  და ოპოზიციას ბოიკოტის განახლებისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები