საფრთხეებით და რისკებით სავსე წელს მაკონსოლიდირებლის როლს ივანიშვილი შეასრულებს - პაპუაშვილი

07.01.24 11:30
საფრთხეებით და რისკებით სავსე წელს მაკონსოლიდირებლის როლს ივანიშვილი შეასრულებს - პაპუაშვილი

საფრთხეებით და რისკებით სავსე წელს მთავარ როლს ბიძინა ივანიშვილი შეასრულებს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სამებაში ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ივანიშვილი საზოგადებისთვის მაკონსოლიდირებელის როლში იქნება. 

ამასთან, პაპუაშვილი თავს ისევ ოპოზიციას ესხმის და ირწმუნება, რომ ისინი არა ეროვნული ინტერესების, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების სადარაჯოზე დგანან. 

ბიძინა ივანიშვილს აქვს განსაკუთღებული როლი როგორც მაკონსოლიდირებელი, როგორც "ქართული ოცნების" გუნდისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ეს იქნება განსაკუთრებული როლი მისი პოლიტიკაში. 2024 წელი ჩანს, რომ იქნება ძალიან ტურბულენტური და იქნება საფრთხეებით და რისკებით სავსე, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს სრულად კონსოლიდირებული. კრიზისი თუ სადმე არის, უპირველეს ყოვლისა, არის კრიზისი ოპოზიციაში. იდეების კრიზისი, ადამიანური რესურსების კრიზისი და ყევლაზე მთავარი კრიზისი ოპოზიციაში არის ის, რომ ხალხმა დაინახა, რომ ისინი განან არა ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, არამედ ემსახურებიან სხვა ქვეყნების პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები