დარღვევები დმანისის მერიაში - აუდიტის სამსახური სკანდალურ დასკვნას ასაჯაროებს
დარღვევები დმანისის მერიაში - სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახალ დასკვნას ასაჯაროებს. ირკვევა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულიც. მაგალითად, აუდიტმა შესწავლის დროს გაარკვია, რომ დმანისის მერიის თანამშრომლებმა ოთხ ტონაზე მეტი საწვავი პირადი მიზნებისთვის არასამუშაო დროს გამოყენეს.
გარდა ამისა, აუდიტის დასკვნით ვიგებთ, რომ წყლის ხარისხის კონტროლი დმანისში არ ხდება. კომპანიას, რომელიც 21 ათას ადამიანს წყლით ამარაგებს, ლიცენზია არ აქვს.
ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულს აქვს და ამაში პასუხისმგებელი სწორედ მმართველი პარტიაა.
იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული გამომდინარე იქიდან, რომ გამართულად არ მუშაობს სისტემა. მაგალითად, მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებების კონტროლი ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ფული მისცეს კომპანიებს და შემედგ ამ კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოები არ გააკონტროლეს. ასევე, არ იმუშავეს იმ მიმართულებით, რომ კომპანიებმა, რომლებმაც შეასრულეს ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიამ არ შეამოწმა მისი ხარისხი. ამას ემატება კიევ ის, რომ 4 ტონაზე მეტი საწვავიდახარჯეს არასამუშაო ვიტარებაში. მუნიციპალიტეტის მერიამ 2021-22 წლებში ჯამში 6 მლნ თანხა ვერ დახარჯეს ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ფული ჰქონდათ, პრობლემები არსებობდა, მაგრამ ვერ დააორგანიზეს და ვერ აითვისეს თანხა. ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება თვითონ პარტია "ქართულ ოცნებას" ვისი წარმომადგენლებიც არიან ღეს აღმასრულებელი ხელისუფლებაში და ასევე კონკრეტულად ამ ქლებშიც ვინც იყო დმანისის მერი, - ამბობს "ევროპული საქართელოს" წევრი ბესიკ დონაძე.