"ოცნების" ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორება - დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე

07.01.24 13:30
"ოცნების" ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორება - დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე

"ოცნების" ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორება, - ასე აფასებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქის საშობა ეპისტოლეს. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ეპისტოლეში აქცენტი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, მიგრაციასა და რუსული ეკლესიის მიერ ქართული ეკლესიების მიტაცებაზეც უნდა ყოფილიყო გაკეთებული. მისი თქმით, საპატრიარქომ ამ საკითხების მიჩქმალვით ხელისუფლების გულის მოგება სცადა. 

იქ იყო ასეთი ზოგადი ფორმულირება: უკრაინა, ახლო აღმსოავლეთი და მსოფლიო. უკეთესი იქნებოდა ასევე, რომ იქ ისრაელი ყოფილიყო გამოკვეთილი. რადგან საქართველოში ძალიან მზარდია ანტისემიტიზმი. მშვიდობა უსურვლო უკრაინას, ცოტა აბსტრაქტულია. ამას კირილიც არ უარყოფს, მაგრამ მათ ესმით მშვიდობა როგორც პუტინის დიქტატურის დამყარება. ფაქტობრივად ერი იზრდება, ახალი თაობეი იზრდებიან ემიგრაციაში, ისინი კარგავენ ქართველობას და საქართველოში დაბრუნების შანსებს და ეს ეკონომიკური სიდუხჭირე, დაბალი პენსია, დაბალი ხელფასები, ეს მუდმივი სოციალური პრობლემები, ამაზე, ფაქტორბივად, დუმს საპატრიარქო, თვალს ხუჭავს. ეს, რა თქმა უნდა, არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორება, იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ ამ ემების წამოწევა. ისევე, როგორც, ზოგადად, დუმან პუტინის, კირილე გუნდიაევის პოლიტიკის მიმართ, რომ დუმან აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ან შიდა ქართლში ქართული ტაძრების მიტაცებაზე რუსული ეკლესიის მიერ, - ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

მსგავსი სიახლეები