საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართელი პარტია მოახლოებულ არჩევნებში უპირობოდ გაიმარჯვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მმართველი პარტიის ლიდერი ამტკიცებს, რომ "ოცნება" არჩევნებში ხმების 60%-ს აიღებს, ოპოზიცია კი დამარცხებისთვის არის განწირული.
იქნება მნიშვნელოვანი წელი, მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალ წელსაც. ჩვენი გამარჯვება ამ საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის დაახლოებით 60%-ამდე, აქედან გამომდინარე ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს ამ არჩევნებში, ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.