"პირველების" ინფორმაციით, სამებაში სტალინის გამოსახულებიანი ხატი ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა მიიტანეს
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ სამებაში რუსული ხატის ანალოგი ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა მიიტანეს. ნამუშევარი სახელწოდებით „მატრონა ლოცავს სტალინს“ პრორუსული პარტიის დამფუძნებლებმა ცნობილ ქართველ ხატმწერს გააკეთებინეს, მაგრამ ახლა ირწმუნებიან, რომ მისი არც სახელი და არც გვარი ახსოვთ.
მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც დიდი ბელადიცაა გამოსახული, სამებაში თვებია კიდია. არცერთ სასულიერო პირს სტალინის ხატის ეკლესიაში განთავსება არ გაუპროტესტებია. ვნებათაღელვაა ამ ამბავზე მხოლოდ გუშინ, შობის ღამეს ატყდა, როცა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქყვეყნა და დასვა კითხვა, რა უნდა ეკლესიაში იმ კაცისს გამოსახულებას, რომელმაც ასობით სასულიერო პირი მოკლა, ეკლესია მონასტრები დაანგრია და საქართველოს დამოუკიდებლობა გაანადგურა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.