"პოლიტიკურად ფრთხილი და მოზომილი" - თეოლოგებმა საშობაო ეპისტოლე დაიწუნეს
ომები უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში - მშვიდობის დაცვა, საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილი და ტექნოლოგიური საკითხები - პოლიტიკურად ფრთხილი და მოზომილი აქცენტებით დაწერილი საშობაო ეპისტოლე თეოლოგებმა დაიწუნეს.
სასულიერო პირების ნაწილი არ მალავს, რომ პუტინის აგრესიის პირისპირ მყოფი ქვეყნის, უკრაინის ზოგადი ფორმულირებით ხსენება, უხერხულია. თბილისში ფიქრობენ, რომ ქართულ ეკლესიას საშობაო გზავნილში ანტისემიტიზმი კარგად უნდა განემარტა, მაგრამ ეს არ გააკეთა.
სადღესასწაულო წირვასს სამებაში პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. ილია მეორის გზავნილი ტაძარში შეკრებილებს არქიდიაკონმა წაუკითხა. ამ დროს სამებაში იყვნენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და დეპუტატები. არ გამოჩენილა არც ბიძინა ივანიშვილი და არც სალომე ზურაბიშვილი.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.