დავა EU-ს დათქმების შესრულების ირგვლივ - "ოცნება" ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ისტერიკაშია
"ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ ოპოზიცია ისტერიკაშია. თუ პარლამენტის თავმჯდომარეს დავეყრდნობით, მისი პარტიის კონკურენტები ხელისუფლების სწორ ნაბიჯებს გამოჰყავს მდგომარეობიდან. დავა ამჯერადაც ევროკავშირის ცხრა დათქმას და სამუშაო ფორმატებს უკავშირდება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ევრორეკომენდაციებს რუსეთის მითითებით არ ასრულებს. პარტიებში ფიქრობენ, რომ გადამწყვეტი არჩევნების წინ სასამართლოს კლანისგან გაწმენდა და საარჩევნო რეფორმა "ოცნების" ინტერესებში არ შედის.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.