თურქული გემები გუდაუთაში - ვინ გასცა ნებართვა? (ვიდეო)
რა უნდა თურქულ გემებს ოკუპირებულ აფხაზეთში? - ადგილობრივები გუდაუთის სანაპიროდან ავრცელებენ კადრებს, სადაც ვიდეოს ავტორების თქმით, უკონტროლო თევზჭერის პროცესიაა ასახული.
კადრები 7 იანვრით არის დათარიღებული. ამ ფონზე ოფიციალური თბილისი დუმს. არ ვიცით, საქართველოს მთავრობამ გასცა თუ არა სპეც ნებართვა. თუ თურქული კომპანიები შავი ზღვის აკვატორიაში საქართველოს თანხმობის გარეშე გადაადგილდებიან, ეს კი ოკუპაციის კანონის დარღვევაა.
აღსანიშნავია, რომ მეზობელი თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ ჩნდება კითხვა - რაა უნდათ თურქულ გემებს გუდაუთის სანაპიროსთან.
გაცემულია თუ არა ლიცენზია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან, თურქულ კომპანიაზე, "პირველები" სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე დაუკავშირდა, უწყების პასუხის მიღების თანავე მათ პოზიციას უცვლელად შემოგთავაზებთ. ვცდილობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებასაც.