თუ ჩემს შვილს რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს - გახელაძის მამის ფიცი ეკლესიასთან

23.06.21 15:11
თუ ჩემს შვილს რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს - გახელაძის მამის ფიცი ეკლესიასთან

"როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმის - ამ სიტყვებს ჩავიდებ გულში და თუ ჩემს შვილს რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ, განუცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ გემოვნებას, ის ყველას მადლობას უხდის, ვინც სოფელში მხარდასაჭერად მივიდა. 

დღეს არის ლომისობა, ლომისის მადლს და ძალას ვფიცავ, სამთავისის ეკლესიის წინაშე ვფიცავ, მე თუ კიდევ მოვითმინო და ასე გავჩერდე“, - განაცხადა მიხეილ გახელაძემ.

სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა.

მსგავსი სიახლეები