გახარიას გუნდი პრემიერს - ჩაგვრთეთ ყველა სამუშაო ჯგუფში

08.01.24 11:23
გახარიას გუნდი პრემიერს - ჩაგვრთეთ ყველა სამუშაო ჯგუფში

ჩაგვრთეთ ყველა სამუშაო ჯგუფში - პრემიერ მინისტრს პარტია "საქართველოსთვის" წევრები მიმართავენ. გახარიას გუნდი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ფორმატებში, რომ რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს ევროკავშირის 9 დათქმა. 

ხელისუფლება ახლა ორიენტირებულია, პარლამენტიდან ეს პროცესი კიდევ ერთხელ, სადღაც გადაიტანოს. სადაც არ უნდა გადაიტანოს, ჩვენ ყველგან ვიქნებით წარმოდგენილი. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს 12 რეკომენდაციის ნაწილშიც და 9 რეკომენდაციის ნაწილშიც პაპუაშვილს მაგიდაზე უდევს კონკრეტული ნაბიჯები, რა აქვს გასაკეთებელი, იციან მათ ეს, მათ შორის ჩვენს მიერ გაგზავნილი სამოქმედო გეგმის ნაწილშიც. 

დღეს პრემიერ-მინისტრსაც მივმართავთ წერილობით, რომ სამუშაო ფორმატები სადაც არ უნდა შეიქმნას, ყველგან ჩვენ მივმართავთ მონაწილეობასთან დაკავშირებით"- აცხადებს ბექა ლილუაშვილი. 

საქართველომ რომ  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მთავრობამ რეფორმები უნდა გაატაროს. მათ შორისაა დეპოლარიზაცია, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა და კლანისგან სასამართლოს გაწმენდა.

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ  EU-ს 9 დათქმაზე მუშაობას კომიტეტების ფორმატში გეგმავენ. მმართველი პარტიის არგუმენტის თანახმად, როდესაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, ამ პროცესში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მონაწილეობას არ იღებდა. 

კობახიძის გუნდის მტკიცებით, ოპონენტები მიზეზებს ეძებდნენ, არ ეთანამშრომლათ მმართველ პარტიასთან. 

მსგავსი სიახლეები