"ოცნება" თვითონ ვერ ჩამოყალიბდა რა სურს" - გრიგოლ გეგელია
როგორია სამუშაო ჯგუფების შექმნის პერსპექტივა 9 დათქმის შესასრულებლად? - ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" თვითონ ვერ ჩამოყალიბდა რა სურს".
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, საქართველოს რუსეთის დაკვეთის შემსრულებელი ხელისუფლება ჰყავს.
"სამუშაო ჯგუფების ფორმატებით ამგვარი თამაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნება" თავად ვერ ჩამოყალიბდა, რა სურს, რა თქმა უნდა, რუსეთის დაკვეთა არის ამ ქვეყანაში არ გატარდეს არავითარი რეფორმა. ვფიქრობ "ქართული ოცნება" ახლა დგამს რიგით იმიტაციას, ფსევდო-დემოკრატიული პროცესისა, სინამდვილეში ამ ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ "ქართულ ოცნებაში" არიან ანტიდემოკდატები, რომლებიც დგანან რუსეთის სამსახურში"- აცხადებს გეგელია.
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ EU-ს 9 დათქმაზე მუშაობას კომიტეტების ფორმატში გეგმავენ. მმართველი პარტიის არგუმენტის თანახმად, როდესაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, ამ პროცესში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მონაწილეობას არ იღებდა.
კობახიძის გუნდის მტკიცებით, ოპონენტები მიზეზებს ეძებდნენ, არ ეთანამშრომლათ მმართველ პარტიასთან.