თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი?! - იაგო ხვიჩია

08.01.24 11:39
თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი?! - იაგო ხვიჩია

ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნის, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდა, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

მისი თქმით, "ოცნებამ" ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად კომისიები გასულ წელსაც ფორმალურად შექმნა.

ჩემი აზრით, როცა მუშაობა არ გინდა და სხვას გინდა რამე გადააბრალო, გასულ წელსაც უაზრობა იყო ამაში მონაწილეობის მიღება ასეთი ფორმით, გინდა ოპოზიცია იყოს და გინდა ხელისუფლება და დღესაც უაზრობა იქნება. თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი?"- ამბობს ხვიჩია. 

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ  EU-ს 9 დათქმაზე მუშაობას კომიტეტების ფორმატში გეგმავენ. მმართველი პარტიის არგუმენტის თანახმად, როდესაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, ამ პროცესში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მონაწილეობას არ იღებდა. 

კობახიძის გუნდის მტკიცებით, ოპონენტები მიზეზებს ეძებდნენ, არ ეთანამშრომლათ მმართველ პარტიასთან. 

მსგავსი სიახლეები