ოლიგარქიულმა უმრავლესობამ მიიღო კანონი და აკრძალა ,,ლეიბორისტული პარტიის" საქმიანობა - ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი ,,ქართულ ოცნებას" პოლიტიკური პარტიების შევიწროვებაში ადანაშაულებს. ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გამოეხმაურა გუშინ პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, თუ პარტია მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას დაკარგავს.
შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, ის ხელისუფლებამ პარლამენტის ბოიკოტის გამო დასაჯა.
ოლიგარქიულმა უმრავლესობამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი და აკრძალა ,,ლეიბორისტული პარტიის" საქმიანობა. ეს მოხდა იქ შესული ოპოზიციის სრული მდუმარების ფონზეც. მარტო ჩვენს პარტიაზე არ არის დარტმა იმისათვის, რომ არ დაემორჩილა ბრძანებებს, არ შევიდა პარლამენტში. ეს იყო პასუხი საჩვენებელი საქართველოს მომავლის წინააღმდეგ.
ყველაზე კარგი პასუხი ჩვენი ხალხისა ამ პოლიტიკურ ვანდალიზმზე , დიქტატურის დამყარებაზე იქნება შემოდგომაზე. ყველა ხმა ამ სისტემის მტერს, ,,ლეიბორისტულ პარტიას". - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება შეუწყდება.