კულისებიდან უმაღლეს თანამდებობაზე - რის გამო სურს პრეზიდენტობა ბიძინა ივანიშვილს?
რის გამო სურს პრეზიდენტობა ბიძინა ივანიშვილს? - სახელმწიფო თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში "ოცნების" დამფუძნებელს პირადი უსაფრთხოება გარანტირებული ექნება.
მეტიც, ხალხი ვინც ივანიშვილს კარგად იცნობს, არც იმას გამორიცხავს, რომ მალე "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის უფლებამოსილება გაზარდოს. დღეს საქართველოს პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია, აქვს შეწყალების ბერკეტი, წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ მთავრობის თანხმობის გარეშე ქვეყნის მთავარსარდალს უცხოეთში ვიზიტით წასვლაც კი არ შეუძლია.
ლოგიკურად ეს მისთვის (ბიძინა ივანიშვილისთვის) იქნებოდა სერიოზული იმუნიტეტის მიმცემი, მაგრამ თვითონ რას ფიქრობს, რა შიშები, შფოთვები აქვს, არ ვიცი, დიდი ხანი არ მინახავს... პოლიტიკურად, პირადი უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობის თვალსაზრისით, მისთვის პრეზიდენტობა რა თქმა უნდა ოპტიმალურია...
თუ შინაარსში შევყვებით, ვფიქრობ, პირდაპირი არჩევა, საკითხის ასე დაყენება, არ იქნებოდა სწორი, მაშინ შინაარსითაც უნდა შევავსოთ - იმ მდგომარეობაში, როდესაც პრეზიდენტს როგორც დღევანდელი ხელისუფლება ამბობს, პრემიერის ხელმოწერის გარეშე ლამის სადარბაზოდან გამოსვლა და მეტროშიც ჩასვლაც ეკრძალება, რადგან თურმე კონსტიტუციის დარღვევაა, რა თქმა უნდა აბსურდია. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ლოგიკური გზით ივლიდა, ამ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ არამხოლოდ ამ ინიციატივას, არამედ საკუთრივ პრეზიდენტის უფლება-მოსილების გაფართოებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შემდეგ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გაუჩინარებულია - სალომე ზურაბიშვილს არცერთი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ საჯაროდ არ ჩნდება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილიც.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, გახარიას პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას ითხოვს.
ყოფილი პრემიერის გუნდში თვლიან, რომ მომავალი პრეზიდენტი არა ხმოსნებმა, არამედ ისევ საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირი წესით აირჩიონ.
"საქართველოსთვის" წევრების მოთხოვნით, ამ თემაზე "ქართულმა ოცნებამ" მსჯელობაა საგაზაფხულოო სესიის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს.