"ოცნების" პირობებში ივანიშვილი პრეზიდენტი, მეფე და პრემიერის უფროსია - რამ აიძულა ოლიგარქი ჩრდილიდან გამოსულიყო
ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ოლიგარქს კულისებიდან გამოსვლა დიდი ალბათობით, საერთაშორისო ზეწოლამ აიძულა.
დავით ზურაბიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ბიძინა იცანიშვილი "პრეზიდენტიც, მეფეც და პრემიერის უფროსიცაა".
მისივე თქმით, ვიდრე მმართვის სადავეები ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს უჭირავთ და ხელისუფლებაში არიან, "ივანიშვილს არაფერი ექმურება":
არ ვიცი პრეზიდენტობა მას რამდენად მოუნდება, ისედაც პრეზიდენტია, თანამდებობის გარეშე. დღეს, რეალურად პრეზიდენტის, მეფეც და პრემიერ-მინისტრის უფროსიც ბიძინა ივანიშვილია. მისი ბუნებიდან და სტილიდან გამომდინარე, მას ეს არ უნდა მოუნდეს. თუ დაუშვათ და მართლა მოხდა მსგავსი რაღაც, ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა - იმუნიტეტი ბიძინა ივანიშვილს დღეს რომ აქვს იმისთანა უნდა, სანამ ეს ხელისუფლებაა მას ნამდვილად არაფერი ემუქრება. თუ ეს ხელისუფლება არ იქნება, არ მგონია, რომ რამემ უშველოს. რამდენადაც მე ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ და რამდენადაც მისი მმართველობის სტილს ვუყურებ, მას არ უყვარს ფორმალური თანამდებობები, ურჩევნია, იყოს ჩრდილში და იქიდან მართავდეს. როდესაც ის გამოდის, ახლაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე რომ გახდა, ეს ვფიქრობ იძულებითი ნაბიჯი იყო, ის ანგარიშს უწევს უფრო საერთაშორისო ზეწოლას"- აცხადებს ზურაბიშვილი.