სამუშაო ჯგუფების შექმნა, არ შექმნა "ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ჟონგლიორობაა - ლანა გალდავა
სამუშაო ჯგუფების შექმნა, არ შექმნა „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ჟონგლიორობის საკითხია - ამის შესახებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.
ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით და ვფიქრობთ, რომ პარლამენტი და მისი კომიტეტები, არის ის კარგი სამუშაო ჯგუფებში, სადაც უნდა მოხდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომზადება და მიღება. ამიტომ "ქართული ოცნების" მხრიდან სამუშაო ჯგუფების შექმნა-არ შექმნის შესახებ საკითხზების მუდმივი მანიპულაცია, ეს მათი მხრიდან პოლიტიკური ჟონგლიორობაა, რასაც არ ავყოლილვართ და არ ვაპირებთ, ავყვეთ. ჩვენ წარმოდგენილები ვიქნებით ყველა ფორმატში ისევე აქტიურად, როგორც ვართ წარმოდგენილები პარლამენტში"- აცხადებს გალდავა.
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ EU-ს 9 დათქმაზე მუშაობას კომიტეტების ფორმატში გეგმავენ. მმართველი პარტიის არგუმენტის თანახმად, როდესაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, ამ პროცესში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მონაწილეობას არ იღებდა.
კობახიძის გუნდის მტკიცებით, ოპონენტები მიზეზებს ეძებდნენ, არ ეთანამშრომლათ მმართველ პარტიასთან.