გახარიამ უნდა ახსნას, რა იყო პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების საფუძველი - გიგი წერეთელი
გახარიამ უნდა ახსნას, რა იყო პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების საფუძველი - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი გიორგი გახარიას გუნდის წინადადებას, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ითხოვს.
გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ევროპული საქართველო ყოველთვის ვუჭერდით მხარს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას.
რაც შეეხება ბატონ გახარიას, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებისას ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და შემდგომ პრემიერმინისტრი იყო, მან უნდა ახსნას, რატომ შეიცვალა ახლა აზრი ან რა იყო მაშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომ პრეზიდენტი არჩეულიყო ე.წ. ხმოსნების მიერ"- თქვა წერეთელმა.
გახარიას პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას ითხოვს.
ყოფილი პრემიერის გუნდში თვლიან, რომ მომავალი პრეზიდენტი არა ხმოსნებმა, არამედ ისევ საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირი წესით აირჩიონ.
"საქართველოსთვის" წევრების მოთხოვნით, ამ თემაზე "ქართულმა ოცნებამ" მსჯელობაა საგაზაფხულოო სესიის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს.