საპრეზიდენტო არჩევნების წესის შეცვლა უტოპიაა - სამადაშვილი გახარიას წარსულს ახსენებს

08.01.24 17:21
საპრეზიდენტო არჩევნების წესის შეცვლა უტოპიაა  - სამადაშვილი გახარიას წარსულს ახსენებს

საპრეზიდენტო არჩევნების წესის შეცვლა ეს უტოპიაა და ამას დღეს არავინ გააკეთებს - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი  პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას "ტვ პირველთან" გამოეხმაურა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ამ საკითხის წამოწევა, შესაძლოა, იმიტომ ხდება, რომ "ვიღაცას არ უნდა, ივანიშვილის როლზე ისაუბროს". 

"ამაზე (პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე) საუბრობს გახარია, რომელიც იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელმაც გააუქმა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, რომ სუსტი დემოკრატიის ქვეყანაში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა"- თქვა სამადაშვილმა.  

გახარიას პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას ითხოვს. 

ყოფილი პრემიერის გუნდში თვლიან, რომ მომავალი პრეზიდენტი არა ხმოსნებმა, არამედ  ისევ საქართველოს  მოქალაქეებმა პირდაპირი წესით აირჩიონ. 

"საქართველოსთვის" წევრების მოთხოვნით, ამ თემაზე "ქართულმა ოცნებამ" მსჯელობაა საგაზაფხულოო სესიის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს.

 

მსგავსი სიახლეები