გახარია არაგულწრფელად გამოიყურება - ანა წითლიძე
ოპოზიცია გიორგი გახარიასგან განმარტებებს ითხოვს - "ნაციონალურ მოძრაობაში" აინტერესებთ, როდის შეიცვალა ექსს პრემიერმა პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით.
ანა წითლიძე მთავრობის ყოფილ მეთაურს იმ დროს ახსენებს, როცა "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა და მთავარსარდლის არჩევა ხმოსნებს გადააბარა. ოპოზიციაში კარგად ახსოვთ, რომ მაშინ გიორგი გახარიას გუნდისგან განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებია.
"გახარიას, რომელსაც მაშინ არ ჰქონია პრეტენზია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და უფრო მეტიც, მხარს უჭერდა მათ შორის მისი წარმომადგენლობა ამ ცვლილებებს, ახლა მათი მხრიდან ამ ცვლილებების ინიციირება, ცოტა არ იყოს არაგულწრფელად გამოიყურება. მგონია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში იმაზე მსჯელობა, როგორი იქნება პრეზიდენტის არჩევის წესი, აბსოლუტურად არარელევანტურია. როგორი იქნება პრეზიდენტის არჩევის წესი, ამაზე კოალიციურმა მთავრობამ უნდა იმსჯელოს, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე მოვა"- აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი.
გახარიას პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას ითხოვს.
ყოფილი პრემიერის გუნდში თვლიან, რომ მომავალი პრეზიდენტი არა ხმოსნებმა, არამედ ისევ საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირი წესით აირჩიონ.
"საქართველოსთვის" წევრების მოთხოვნით, ამ თემაზე "ქართულმა ოცნებამ" მსჯელობაა საგაზაფხულოო სესიის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს.