ივანიშვილი არა მეექვსე პრეზიდენტად, არამედ მეექვსე საკნის ბინადრად მოგვევლინება - ნათელაშვილი

08.01.24 17:54
ივანიშვილი არა მეექვსე პრეზიდენტად, არამედ მეექვსე საკნის ბინადრად მოგვევლინება - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მომავალს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ხედავს. როგორც ალვა ნათელაშვილმა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე საუბრისას განაცხადა, "ოლიგარქი ეროვნულ მსჯავრს" გადაიხდის. 

"ქართველი ხალხი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი მოგვევლინოს არა მეექვსე პრეზიდენტად, არამედ ის გახდეს გლდანის საგამომძიებლო იზოლატორში მეექვსე საკნის ბინადარი. ეს იქნება ეროვნული მსჯავრი რომელიც მზადდება და იწერება"- თქვა ნათელაშვილმა. 

რაც შეეხება გახარიას გუნდის ინიციატივას, რომლებიც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ითხოვენ, "პირველი ლეიბორისტი" აცხადებს, "პრეზიდენტს უნდა ირჩევდნენ არა ხმოსნები და მგოსნები, არამედ ხალხი". 

სანამ არ იქნება ძლიერი პრეზიდენტი საქართველოში, მანამდე ჩვენ მუდმივად გვეყოლება რომელიმე არაფორმალური მმართველი, რომელიმე ჯაგიდან. "რად უნდა პრეზიდენტს უფლება-მოსილებები? - რა თქმა უნდა პრეზიდენტი ვიზიტად რომ წავა, ნებართვა უნდა აიღოს პრემიერისგან" - სალომეს სიტყვები და თვითონ გახდა მსხვერპლი თავისი მოკლე ჭკუის. 

ზუსტად გახარიები იყვნენ იმის ინიციატორები, რომ ასეთი "გაბანძებული" პრეზიდენტის ინსტიტუტი მიგვეღო, არ სცხვენიათ, ახლა ბოდიშსაც რომ არ იხდიან"- თქვა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები