9 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაში, ცხადია, მონაწილეობას მივიღებთ - ანა წითლიძე
EU-ს 9 დათქმა და ხელისუფლების გეგმა - სამუშაო ჯგუფებზე უარის მიღების შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკომიტეტო მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
დეპუტატი ანა წითლიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებისას საკომიტეტო მოხსენებებზეც ძალიან აქტიურად იყო წარმოდგენილი, თუმცა მაშინ "ქართულმა ოცნებამ" ყველა მათი წინადადება დაბლოკა.
ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვითანამშრომლოთ 9 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობა" 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებისას საკომიტეტო მოხსენებებზეც ძალიან აქტიურად იყო წარმოდგენილი. ჩვენ ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტები გვქონდა ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც არც ერთი არ განიხილა ხელისუფლებამ.
9 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაში, ცხადია, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, მათ შორის საკომიტეტო განხილვებში. ჩვენს მონაწილეობას ექნება ერთადერთი მიზანი, რომ კიდევ ერთხელ ვანახოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში 9 პუნქტიანი ვალდებულების შესრულება არ განხორციელდება"- განაცხადა ანა წითლიძემ.
კობახიძის გუნდი ევროკომისიის მოთხოვნის შესრულებას და სამუშაო ჯგუფების შექმნაზე უარს ამბობს, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკომისიის 9 დათქმებზე მუშაობა საკომიტეტო ფორმატში მოხდება.