გაუშვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს სახლში - რისთვის ემზადება ოლიგარქი?!

08.01.24 20:10
გაუშვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს სახლში - რისთვის ემზადება ოლიგარქი?!

მძიმე წუთები საქართველოს მთავრობაში - გაუშვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს სახლში?  ოლიგარქმა  მთავრობის მართვის ბერკეტი ახლა უკვე ფორმალურად  სრულად გადაიბარა. პარტია ქართულმა ოცნებამ წესდებაში ცვლილებები შეიტანა და  პრემიერ მინისტრის  კანდიდატურის წარდგენის უფლება ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს  ერთპიროვნულად მისცა. სავარაუდოდ ეს  იყო ოლიგარქის მოთხოვნა და პოლიტიკაში  მისი მესამედ დაბრუნების  მთავარი მიზეზიც.  თუ გაუშვებს ღარიბაშვილს, ეს ნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტის მინიმუმ 4 წევრი მას უკან გაჰყვება. 

"პირველების" ინფორმაციით, ივანიშვილი ღარიბაშვილის ჩანაცვლებას  კახა კალაძით გეგმავს. დიდი ფიქრის შემდეგ ჩათვალა, რომ წინასაარჩევნოდ   კალაძე მთავრობის  მეთაურის პოსტზე საუკეთესო არჩევანი იქნებოდა.  ოლიგარქი  ღარიბაშვილით  დიდი ხანია უკმაყოფილოა.  ეს მესამედ დაბრუნების დროსაც მიანიშნა.  ლაპარაკობდა კორუფციაზე და გულისხმობდა პრემიერ- მინისტრს. ყველა ვინც, ივანიშვილის იცნობს, ამბობს, რომ  ოლიგარქი ღარიბაშვილის დაუსრულებელი სავარაუდო კორუფციული სკანდალებით გაბრაზებულია და ამიტომ წინასაარჩევნოდ  მისი სახლში გაშვება  გადაწყვიტა.

მძიმე წუთები საქართველოს მთავრობაში და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩვა - ყველა დეტალი ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები