მოძალადე სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს - დეა მეტრეველი ძაღლის წამებაზე

09.01.24 09:50
 მოძალადე სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს - დეა მეტრეველი ძაღლის წამებაზე

"ყოველღიურად ცხოველების მიმართ ძალადობის შემზარავი ფაქტები უკიდურესად საშიშ მასშტაბებს იღებს. მარნეულში ძაღლის სადისტური მკვლელობის საზარელმა  ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არქონამ და წლების განმავლობაში საკითხის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების სრულმა გულგრილობამ კიდევ უფრო მეტად წაახალისა მოძალადეები და სრულად დაუცველი გარემოს შექმნა ცხოველებისთვის"- ამის შესახებ ლელოს წევრი დეა მეტრეველი საგანგებო განცხადებაში საუბრობს. 

მისი თქმით, ყველა მოძალადე, რომელიც ცხოველების მიმართ სისასტიკით გამოირჩევა საშიშია საზოგადოებისთვის და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

დეა მეტრეველის თქმით, პრეცედენტი თუ არ შეიქმნება კანონის მკაცრად აღსრულების, მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალადობის მომსწრენი გავხდებით, მათ შორის ჩვენს მოქალაქეებზეც.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ობიექტურად, კანონის სრული დაცვით წარმართონ გამოძიების პროცესი სისხლის სამართლის კოდექსის  259-ე მუხლით, რათა მოძალადემ სრული სიმკაცრით აგოს პასუხი აღნუშნულ დანაშაულზე. ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უზრუნველყოს კანონის აღსრულების ეფექტური ზედამხედველობა.

აქვე, მადლობას ვუხდი ცხოველთა უფლებების დამცველებს, ცხოველთა მოყვარულებს და აქტივისტებს, რომლებიც წლებია, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით იბრძვიან ჩვენს ქვეყანაში ცხოველების და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო თანაცხოვრებისთვის.

მსგავსი სიახლეები