„ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებები არასერიოზულია, ისედაც გასაგებია, რომ ივანიშვილი იყო საკადრო გადაწყვეტილებების მიმღები - გახარიას გუნდი

09.01.24 12:18
 „ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებები  არასერიოზულია, ისედაც გასაგებია, რომ ივანიშვილი იყო საკადრო გადაწყვეტილებების მიმღები - გახარიას გუნდი

„ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებები იმდენად არასერიოზულია, დაჯერება გამიჭირდა, რა იცვლება ამით?! - ისედაც ამის შესახებ  „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველასთვის გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო საკადრო გადაწყვეტილებების მიმღები. 

გახარიას გუნდში აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ ენდობა.

„ოცნებაში“ დარჩენილ ბიჭებს რომ არ ენდობა მის სიტყვით გამოსვლაშიც კარგად ჩანდა. მას არ სჯერა, რომ ეს ბიჭები შეძლებენ, იყვნენ ეფექტურები და დადონ ისეთი შედეგი, როგორიც ბიძინა ივანიშვილს სურს, შავი ფულის როლზე პარტიაში კი ჩვენი გუნდი კარგა ხანია საუბრობს და როგორც ჩანს აქაც ნდობის ნაკლებობაა „ოცნების“ ბიჭებთან მიმართებით. არის თუ არა წესდებაში ცვლილებები მინიშნება საკადრო ცვლილებებზე, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. 

ვერანაირი საკადრო ცვლილება შინაარსობრივად და არსებითად სურათს ვეღარ შეცვლის. სოციალურ ქსელში შემხვდა ერთ- ერთი მოქალაქე წერდა და ძალიან მომეწონა - ივანიშვილის საჯაროდ გამოჩენამ ოპოზიციისთვის არაფერი შეცვალა, მაგრამ „ოცნების“ წარმომადგენლებს დაძაბული გამომეტყველება აქვთო. ამას ვიზიარებ მეც. 

არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო რატის (იონათამიშვილი) განცხადებაზე. ჩვენს გუნდზე უთქვამს, ეს ხალხი ახალ წელს სად შეხვდაო. რატის ვუპასუხებდი, მისი გუნდისგან, „ოცნების“ ე.წ. ლიდერშიფისგან განსხვავებით განსხვავებით, ჩვენს გუნდს ძალიან მშვიდად ეძინა, მათ შორის, საახალწლო დღეებში. ზუსტად ვიცი, რა მდგომარეობაში იყვნენ ეს ბიჭები. რაც შეეხება იმას, შეიცვლება თუ არა ღარიბაშვილი, ამასაც დრო გამოაჩენს. პრეცედენტებს რომ გადავხედოთ, ბიძინა ივანიშვილმა ის ერთხელ კორუფციის ბრალდებით გაუშვა პრემიერის თანამდებობიდან. ახლა იმავეს უპირებს თუ არა, არ ვიცი, გამოჩნდება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები